სოფელ შავღელეში საბავშვო ბაღი აშენდა

ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში სოფლის მხარდაჭერის პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით მოსახლეობის მოთხოვნით აშენდა  საბავშვო ბაღის შენობა რომლის ფართი 100 კვადრატული მეტრი. ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ქარდავამ, გამგებელმა გოჩა ქაჯაიამ, გამგებლის მოადგილეებმა ბადრი ჯობავამ, მახარე ჩოკორაიამ და ედიშერ ჯობავამ დასრულებული პროექტი დაათვალიერეს. მშენებლობისათვის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით 25000  ლარი ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან 30000 ლარი გამოიყო. მომავალი სასწავლო წლიდან სოფელ შავღელის საბავშვო ბაღში დაიწყება აღსაზრდელთა მიღება.