მიხეილ იოსავას სახელობის ტურნირი ბილიარდში დაიწყო

დღეს,  ბილიარდის კლუბ ბასა“-ში სტარტი აიღო 2008 წლის აგვისტოში ტრაგიკულად დაღუპული რეზერვისტის მიხეილ იოსავას სახელობის თასის რიგით მეექვსე გათამაშებამ ბილიარდში. შეჯიბრში 32 მობილიარდე, მათ შორის საქართველოს პირველობის მონაწილეები და წინა ტურნირის გამარჯვებულებიც მონაწილეობენ.  შეჯიბრის ორგანიზატორები - ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა და გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური.
ტურნირის დასაწყისში წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მიშიკო იოსავას ხსოვნას. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, გამგებლის მოადგილეებმა ედიშერ ჯობავამ  და  მახარე ჩოკორაიამ  წარმატებები უსურვეს მონაწილეებს.