დავით ნარმანია ხობის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა

24 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის ახალი ხიბულის თემს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია სტუმრობდა. მინისტრი საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატ გოდერძი ბუკიასთან, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა ქარდავასა და მუნიციპალიტეტის გამგებელთან გოგი ქაჯაიასთან ერთად ადგილზე გაეცნო ხობი-საჯიჯაო-ლესიჭინეს საავტომობილო გზის ცხრაკილომეტრნახევრიან მონაკვეთში მიმდინარე სამუშაოებს. დავით ნარმანია ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და მათთან არსებულ პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა.
ხობის საჯიჯაოსა და ლესიჭინეს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება 16 ივნისს დაიწყო. ის საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ ფინანსდება და მისი ღირებულება სამი მილიონ სამასი ათას ლარს შეადგენს. საგზაო სამუშაოებს შ.პ.ს. „შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს. სამუშაოები 1 დეკემბერს დასრულდება.











ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!