რესპუბლიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია ხობში



22 ოქტომბერს კულტურის სახლის დიდ დარბაზში ჩატარდა რესპუბლიკური პარტიის ხობის რაიონული ორგანიზაციის დამფუძნებელი კონფერენცია. შეკრება გახსნა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა, რომელმაც ისაუბრა პარტიის პრიორიტეტებზე და სამომავლო გეგმებზე. კონფერენციაზე არჩეულ იქნა რაიონული ორგანიზაციის კომიტეტის შემადგენლობა: მალხაზ ლაგვილვა(თავმჯდომარე), შოთა სირაძე, შალვა კალანდია, ლაშა ცატავა, რალა ჩემია და დავით ღვინჯილია.
ასევე დასახელდა სარევიზიო კომისიის სამი წევრი: რამაზ კვარაცხელია, მანანა შულაია და ვალერიან ქვარაია.

ფოტო