ავარიას 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი ემსხვერპლა


თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ერთმანეთს „მერსედესის“ მარკის ორი ავტომობილი შეეჯახა, რის შედეგადაც 4 ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, 4 კი, გადარჩა. დაშავებულები ზუგდიდის წმინდა ლუკას საავადმყოფოში არიან მოთავსებულნი. ერთ-ერთი მათგანი ამ დრომდე კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფება, სამი კი, ქირურგიულ და ტრავმატოლოგიურ დეპარტამენტში შესაბამის მკურნალობას გადის. ავარიის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია, მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.
http://www.info9.ge/?l=G&m=1000&id=28786


ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!