Skip to main content
 ქ. ხობის N1  საჯარო  სკოლაში სასწავლო წელი დაიწყო
 
    
დღეს
,  25 სექტემბერს ქ. ხობის  N1  საჯარო  სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. სკოლებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით სასწავლო პროცესის დაწყება დაგვიანდა.
მოსწავლეებს  დღეს უფასო წიგნები და ბუკები
გადასცეს.  საგანმანათლებლო  რესურსცენტრის  მონაცემებით, 
ახალ სასწავლო წელს ახალი რემონტით ხობის მუნიციპალიტეტში
 8  სკოლა შეხვდა.
სასწავლო პროცესის დაწყება    მოსწავლეებსა
და პედაგოგებს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც მიულოცეს.