ქვესადგურისა და გადამცემი ხაზების მშენებლობა-ექსპლოატაცია


    საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა (სსე) ენერგოტრანსი საქართველოს მთავრობის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), KFW-ს და EC (NIF)-ის მხარდაჭერით ახორციელებს ხორგის შემაერთებელი ქსელის პროექტს, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს:
   დაახლოებით 2X8 კმ სიგრძის 500 კვ გადამცემი ხაზის მშენებლობა 500 კვ „კავკასიონის“ ხაზის შეჭრით, დაახლოებით 60 კვ 220 კვ ორჯაჭვა ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა ჯვარიდან ხორგაში და  ახალი 500/220 კვ ქვესადგურის მშენებლობა ჯვარში.

   აღნიშნული ობიექტების მშენებლობა და ექსპლოატაცია იგეგმება ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე და შესაბამისად  გარკვეულ სოციალურ ზემოქმედებას ახდენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობაზე, რომლის განხილვის მიზნით  ქვესადგურისა და გადამცემი ხაზების მშენებლობისა და ექსპლოატაციის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის არატექნიკური რეზიუმე განხილულ იქნა მუნიციპალიტეტის მოსახლეობასთან მოწყობილ საჯარო განხილვებზე და კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან შეხვედრებზე გამოთქმული კითხვები და კომენტარები აისახა დოკუმენტის საბოლოო ვერსიაში. ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას და დაინტერესებულ პირებს შესაბამისი ინფორმაცია შეუძლიათ მოიძიონ შემდეგ მისამართებზე www.gse.com.ge და www.energotrans.com.ge