4:0 ხობის „კოლხეთი“-ს სასარგებლოდ


21 მაისს ქ.  ხობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა  საქართველოს XXІV ეროვნული ჩემპიონატის  მატჩი, სადაც ერთმანეთს პირველი ლიგის გუნდები, ხობის „კოლხეთი“ და ოზურგეთის „მერცხალი“ დაუპირისპირდნენ. თამაში მასპინძელთა გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 4:0 დასრულდა (გოლის ავტორები არიან: კოტე გოგენია, პაპუნა გაბრავა,  გელა ლომაია და ბაკურ ბუკია)