ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე წითელას მასიური გავრცელების პრევენციის მიზნით  31 მაისის ჩათვლით,  სამედიცინო დაწესებულების მედპერსონალი და სოფლის ამბულატორიის ექიმები ჩაატარებენ იმუნიზაცია ვაქცინაციას წითელას საწინააღმდეგოდ.  იმუნიზაციის კვირეულის ფარგლებში აიცრებიან 7 წლამდე ასაკის ბავშვები. კვირეულის სლოგანია „აიცერი და დაიცავი“. აღნიშნული ვაქცინაციის დროულად ჩატარების შემთხვევაში მცირდება არასასურველი მოვლენების განვითარების რისკი წითელას ვირუსთან დაკავშირებით.  იმუნიზაციის მიზანია ადამიანების დაცვა „მართვადი“ ინფექციებისაგან.
 
.jpg)
