22 აპრილს ხობის მუნიციპალიტეტის  პირველი მაისის საბავშვო ბაღში, მშობელთა მოთხოვნით
და კონტიგენტის ზრდის საფუძველზე, ადგილობრივი ბიუჯეტის სრული დაფინანსებით, ა(ა)იპ
ხობის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელმა ელისო კვიკვინიამ 29 აღსაზრდელზე
მესამე, 4-5 წლიანთა ჯგუფი გაიხსნა. სააღმზრდელო ჯგუფის აღმზრდელია მასწავლებელი
-  დალი ქარცხია და აღმზრდელის თანაშემწე -
ნანა ხითარიშვილი. მშობლებმა ჯგუფის დამატებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელობის
მიმართ მადლიერება  გამოთქვეს   და ელისო კვიკვინიას განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს.
 
