სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების მეორე ეტაპი იწყება


დღეს  22 მარტს, ხობის  მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში  რწმუნებულებს სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების მეორე ეტაპთან დაკავშირებით შეხვდნენ საქართველოს  სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს წარმომადგენლები  გიორგი  ახვლედიანი, ჯიმშერ კოშაძე  და შოთა ცუკოშვილი, ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი კახაბერ ბენიძე და გამგებლის მოადგილე როსტომ კილასონია.  რწმუნებულებმა მიიღეს ნომინალური ბარათები, რომელთა დარიგებას 23 მარტიდან დაიწყება. სასოფლო სამეურნეო ბარათებით ადგილობრივ მოსახლეობას  შხამ-ქიმიკატების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკისა და ინვენტარის შეძენა შეეძლება.
      ხობის მუნიციპალიტეტისათვის დაახლოებით 10 000 ბარათია გათვალისწინებული. თითოეულ მათგანზე დარიცხული თანხა მიწის ფართობის მიხედვით 100-დან 300 ლარამდე მერყეობს. მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელმაც კომბინირებული ბარათებით ვერ ისარგებლებს, აუთვისებელი თანხა ნომინალურ ბარათზე დაერიცხება და მისი გამოყენება ერთობლივად შეეძლება.