ხობში ცხენოსნობა გაიმართა


28 ოქტომბერს სოფელ გურიფულში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების ორგანიზებით ცხენოსნობა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით 14 მხედარი იღებდა მონაწილეობას.
შეჯიბრი ორ სახეობად დაიყო. პირველ ეტაპზე ცხენოსნები ერთმანეთს ყაბახში შეეჯიბრნენ, სადაც პირველი ადგილის მფლობელი ვახტანგ უსანატოვი (ნოჯიხევი) გახდა, ხოლო მეორე ადგილზე გიორგი სახეიშვილი (გურიფული) გავიდა.

მეორე ეტაპზე კი მარულა გაიმართა, სადაც პირველი ადგილის მფლობელი სლავა ნაჭყებია ( ახალი ხიბულა) გახდა, ხოლო მეორე  და მესამე ადგილები მამუკა ქავთარაძესა (ძველი ხიბულა) და ლევან ჯალაღონიას (ახალი ხიბულა) ხვდათ წილად.
პირველი ადგილზე გასულებს საჩუქრად ველოსიპედები გადაეცათ, ხოლო მეორე და მესამე ადგილის მფლობელები ფულადი ჯილდოთი და ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.