პანიკა ხშირი მიწისძვრების შემდგომ

    დღეს შუადღიდან ხობის მოსახლეობის უმეტესი ნაწილი მიწისძვრის „მოლოდინში“ იყო, რომელიც თითქოს ჯერ 14:00 საათზე, შემდგომ 15:00 სათზე და ბოლოს საღამოს რომელიღაც საათზე უნდა მომხდარიყო, თან მინიმუმ 7 ბალიანი  მაგნიტუდით. საბედნიეროდ საშიშ ბუნებრივ მოვლენას ადგილი არ ჰქონია და როგორც გაირკვა მსგავსი დეზინფორმაცია მთელს დასავლეთ საქართველოში იყო გავრცელებული.
       P.S. ცნობისათვის სამწუხაროდ არ არსებობს ისეთი სეისმოლოგიური დანადგარი, რომელიც ამ ბუნებრივ მოვლენას (მიწისძვრას) რამოდენიმე საათით ადრე აფიქსირებდეს.