ხობის მუნიციპალიტეტის
თემებსა და სოფლებში გრძელდება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. 
რეგიონული
პროექტების ფონდის დაფინანსებით საჯიჯაოს თემის სოფელ ჯაპიშაქარში დასრულდა  გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
ობიექტზე  განხორციელდა შემდეგი სახის სამუშაოები:  ასფალტობეტონის საფარი მოეწყო დამცავი მონოლითური
ბეტონის ბორდიურით და ქვიშა-ხრეშოვანი გვერდულებით, რკინაბეტონის მილ-ხიდებით მოეწყო
ეზოებში შესასვლელები, ხოლო კიუტები ამოწმენდილ იქნა ექსკავატორით.
აღნიშნული
სამუშაოები შეასრულა შპს „შარა-გზამშენი პირველმა“.