ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსებული სამუშაოები მიმდინარეობს


ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინასებული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება.
პროექტის ფარგლებში ადგილობრივი გზების რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულდა ქ. ხობში, ნაგავსაყრელი პოლიგონის ტერიტორიაზე, ძველ ხიბულაში შუა ჭალისა და საქანთარიოს უბნებში და  სოფელ პატარა ფოთსა და შავღელეში.  ასფალტბეტონის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები განხორციელდა ნოჯიხევის თემის სოფელ ნოჯიხევში, ჭავჭავაძის ქუჩაზე.
ქ. ხობში დასრულდა „სათნოების სახლის“ დარბაზის იატაკის რეაბილიტაციის სამუშაოები. იატაკი მოეწყო კერამიკული ფილებით, ხოლო არსებული კარისა და ფანჯრის ბლოკები შეიცვალა მეტალოპლასტმასის ბლოკებით.
სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე  ახალსოფლის თემის  №1 საბავშვო ბაღის ოთახებს. ახალი ხიბულის თემში კი  ამბულატორიის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდა.