ხობის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება


ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით გრძელდება „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ დაფინანსებული სამუშაოები. პროექტის ფარგლებში, სოფელ პატარა ფოთში მდინარე რიონის მარჯვენა ნაპირზე წყალდიდობისგან წარეცხილი დამბის ამაღლების სამუშაოები განხორციელდა, ხოლო ნოჯიხევის თემის სოფელ დასახლების საბავშვო ბაღში სასმელი წყლის ჭა მოწესრიგდა. ასევე აქტიურად მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტის სახსრებით დაფინანსებული სამუშაოები. კერძოდ, სოფელ საგვიჩიოში დასრულდა წყალსადენის შიდა ქსელის მოწესრიგების სამუშაოები.