ქსელური შეხვედრა ხობის მუნიციპალიტეტში

5 ივნისს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“-ის (CHCA) მიერ ჩატარდა რიგით 13-ე ქსელური შეხვედრა პროექტზე: „შესაძლებლობების განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის სერვისების უზრუნველყოფა სამეგრელოს რეგიონში“. შეხვედრას ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილე ბესიკ ნაჭყებია, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი ანატოლი სიჭინავა, სოციალური მომსახურების სააგენტოს ხობის განყოფილების უფროსი ბადრი ჭითაშვილი, ასევე გამგეობის სამსახურების წარმომადგენლები და და სათემო ჯგუფის წევრები. შეხვედრაზე სათემო ჯგუფის წევრებმა და პროექტის მენეჯერმა წარმოადგინეს თემებში არსებული პრობლემური საკითხები, კერძოდ, სახნავ-სათესი სავარგულების შემოღობვის საკითხი, სოციალურად დაუცველი ოჯახების პრობლემები, სანიაღვრე არხების ამოწმენდის საკითხი, ისაუბრეს ასევე, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გავრცელებული მავნებლის „ოქროკუდას“ წინააღმდეგ გატარებული და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ. პროექტი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მისი მიზანია თემში მცხოვრები ადამიანებისა და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებს შორის კომუნიკაციის გაუმჯობესება, აგრეთვე თემში არსებული პრობლემების გამოვლენა და ამ პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზების მოძიება