ხობის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ პირველი ეტაპი დაიწყო

ხობის მუნიციპალიტეტის მასშტაბით „სოფლის მხარდაჭერის საპრეზიდენტო პროგრამით“ 2012 წელს გათვალისწინებული პროექტების განხორციელება დაიწყო. პროექტის ფარგლებში პირველ ეტაპზე ნოჯიხევის თემის სოფელ ზენსა და დასახლებაში გზების ორმული შეკეთების სამუშაოები განხორციელდა. აღნიშნული სამუშაოები დასრულდა ასევე, გურიფულის თემის სოფელ მეორე გურიფულსა და ბიის თემის სოფელ ბიაში. ობიექტზე შეტანილ იქნა ინერტული მასალა, რომელიც ადგილზე ავტოგრეიდერით იქნა გაშლილი.