ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში დასრულდა

26 მაისს დასრულდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა ფეხბურთში, რომელშიც 21 გუნდი იღებდა მონაწილეობას. ფინალურ შეხვედრაზე ერთმანეთს ხეთისა და საჯიჯაოს თემების გუნდები დაუპირისპირდნენ. მატჩი ხეთის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 1:0 დასრულდა. გამარჯვებული და პრიზიორი გუნდები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გამგეობის მიერ დაწესებული თასებითა და სიგელებით დააჯილდოვეს. ტურნირის ფარგლებში ასევე გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებული ფეხბურთელები. ჩემპიონატი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით განხორციელდა.