„თქვენი შოუ“ ხობში

25 მაისს ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის სახლის წინ, ღია სცენაზე გაიმართა სატელევიზიო გადაცემა „თქვენი შოუს“ კონცერტი. ღონისძიებამ, რომელსაც უამრავი ადამიანი ესწრებოდა, მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. ღონისძიება ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის და ხობის მუნიციპალიტეტის „კულტურის ცენტრის“ ორგანიზებით გაიმართა.