საატესტატო გამოცდები დაიწყო

2011-2012 სასწავლო წლის გამოსაშვები გამოცდები 21 მაისს დილის 9 საათზე საქართველოს ყველა სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყო, მათ შორის ხობის მუნიციპალიტეტის 18 საჯარო სკოლაში. საატესტატო გამოცდები კომპიუტერულად, ე.წ. CAT-ის ტიპის საგამოცდო სისტემით ტარდება, რომელიც გულისხმობს ადაპტირებულ ტესტს ორიენტირებულს მოსწავლის შესაძლებლობაზე. გამოცდების ეროვნულ ცენტრში სპეციალური პროგრამა, ე. წ. Gcat browser-ი შეიქმნა, რომელიც სრულად უზრუნველყოფს ტესტირების დაცულობასა და საიმედოობას. საატესტატო გამოცდები ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მიმდინარეობს. გამოცდების ტექნიკურ უზრუნველყოფას სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ახორციელებს.