ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის შეხვედრა ნორჩ ჟურნალისტებთან

1 მაისს ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული ნორჩი ჟურნალისტების წრის აღსაზრდელებმა მუნიციპალიტეტის გამგებელს გოგა ღურწკაიას ერთგვარი პორტრეტული ხასიათის ინტერვიუ ჩამოართვეს, რომელიც მიზნად ისახავდა რესპოდენტის არაოფიციალურ რაკურსში წარმოჩენას. ნორჩი ჟურნალისტების კითხვები ძირითადად ეხებოდა გამგებლის როგორც პირად ცხოვრებას, ასევე მის საზოგადოებრივ საქმიანობას, ბავშვობის წლებს. ისაუბრეს ასევე, სამომავლო გეგმებზე, მუნიციპალიტეტის მასშტაბით განსახორციელებელ მნიშვნელოვან პროექტებზე. ინტერვიუმ, სპეციფიკიდან გამომდინარე გულთბილ და უშუალო ვითარებაში ჩაიარა. დასასრულს, მუნიციპალიტეტის გამგებელმა მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა შეხვედრის ინიციატორებს და საკუთარი მოსაზრებები გაუზიარა მსგავს ღონისძიებეთან დაკავშირებით. „ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ფორმატის შეხვედრები, რადგან თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მარგალიტები, დამოუკიდებელი და ძლიერი საქართველოს ხვალინდელი დღე და გაქვთ იმის საშუალება რომ ქვეყანას თქვენი ნიჭი მოახმაროთ" - განაცხადა გოგა ღურწკაიამ. ნორჩი ჟურნალისტები საზოგადოების წევრებთან კვლავ გეგმავენ შეხვედრებს მათთვის საინტერესო საკითხებზე.