სამეგრელო-ზემო სვანეთის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში დაიწყო

15 მარტს ქ. ხობში დაიწყო სამეგრელო-ზემო სვანეთის აბსოლუტური ჩემპიონატი ჭადრაკში, სადაც რეგიონის მასშტაბით 70-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. ტურნირი შვეიცარული სისტემით 7 ტურად ჩატარდება, ლიდერთა თამაშების ჩვენება კი ონლაინ რეჟიმში, ინტერნეტის საშუალებით მოხდება. ბოლო ტური 18 მარტს, ჩემპიონატის დახურვის დღეს გაიმართება. ჩემპიონატი სამეგრელო-ზემო სვანეთის ჭადრაკის ფედერაციისა და ა(ა).ი.პ. „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ ორგანიზებით ხორციელდება.