ჭალადიდის თემში საბავშვო ბაღს სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა


გაეროს განვითარების ფონდის   (UNDP)  „ადამიანური უსაფრთხოებისა და  სოციალური ინტეგრაციის პროგრამის“ (დამფინანსებელი-ნორვეგიის მთავრობა) და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით,  ხობის მუნიციპალიტეტის ჭალადიდის თემში საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები განხორციელდა, რომელიც მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა გოგა ღურწკაიამ ფონდის წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
„ჩვენ მიერ მოსახლეობასთან შეხვედრისას  განხილულიქნა სოფლისათვის პრიორიტეტული საკითხები, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი საბავშვო ბაღისათვის სარემონტო სამუშაოების ჩატარება აღმოჩნდა. გაეროს განვითარების პროგრამითა და ადგილობრივი ბიუჯეტით ეს პრობლემაც მოგვარდა. უახლოეს მომავალში იგეგმება ბაღის ახალი, თანამედროვე ინვენტარით აღჭურვა, შედეგად,  მუნიციპალიტეტს კიდევ ერთი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ბაღი შეემატება.“ - აღნიშნა გამგებელმა.