"ქართულმა ოცნებამ" სამეგრელოს რეგიონში პირველი ოფისი ხობში გახსნა

დღეს, 5 მარტს ხობში "ქართული ოცნების" ოფისი გაიხსნა, რომლის ხელმძღვანელად მამუკა ქარდავა დაინიშნა. ქარდავა, თავის მხრივ, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საქართველოს "კონსერვატიულ" პარტიას წარმოადგენს. ხობში ოფისის პრეზენტაციას „ჩვენი საქართველო - თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერი ირაკლი ალასანია და "კონსერვატიული" პარტიის თავმჯდომარე ზვიად ძიძიგური დაესწრნენ. ძიძიგურის განცხადებით,  პოლიტიკური კოალიცია სამეგრელოს რეგიონს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს. მისი თქმით, პირველი რეგიონული ოფისი ხობში გაიხსნა, მომდევნო ოფისის პრეზენტაცია კი 8 მარტს, ჩხოროწყუში შედგება. ძიძიგურის ინფორმაციით, უმოკლეს დროში „ქართული ოცნების“ ოფისები საქართველოს ყველა რეგიონში განთავსდება.