„ჯვარცმული ბედნიერება“


28 მარტს, ქ. ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში, „ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული  თეატრალური დასის მიერ წარმოდგენილ იქნა  პრემიერა სპექტაკლისა - „ჯვარცმული ბედნიერება“, რომელიც ჯემალ მონიავას პიესის მიხედვით,  რეჟისორმა რამაზ ლოლუამ დადგა.  „ჯვარცმული ბედნიერება“   აფხაზეთის ომის თემაზეა შექმნილი და  სამოქალაქო ომის ფონზე განვითარებული  აფხაზი გოგონასა და ქართველი ბიჭის სიყვარულის ამბავზე გვიამბობს.
 სპექტაკლში თეატრალური დასის მსახიობებთან ერთად, ქ. ხობის №1 და №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები იღებდნენ მონაწილეობას.
პრემიერას ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა ღურწკაია ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდა.