ხობის მუნიციპალიტეტში გაზიფიცირების სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს



 საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსა და "სოკარ ჯორჯია გაზს" შორის გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, კომპანია საქართველოს რეგიონებში ახალი გაზსადენების სამშენებლო და უკვე არსებული ქსელების სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს, მათ შორისაა ხობის მუნიციპალიტეტი, სადაც  ინტენსიურად მიმდინარეობს  გაზსადენის სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების მეორე ეტაპი.    
გაზიფიკაციის საკითხი, რომელიც აქტუალური იყო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების პარლამენტის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე, მნიშვნელოვანი მოვლენაა, როგორც მუნიციპალიტეტისთვის, ისე მთლიანად ქვეყნისთვის.
მუნიციპალიტეტის მასშტაბით სულ 53.963 კმ. სიგრძის გაზსადენის მშენებლობაა დაგეგმილი, რომელიც 2 481 აბონენტს მოიცავს. ამჟამად შესრულებულია 49.663 კმ სიგრძის სამუშაოები, ხოლო დარჩენილია 4.300 კმ. გაზიფიკაციის სამუშაოები მიმდინარე წლის შემოდგომაზე დასრულდება.

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!