25-26 თებერვალს ქ. თბილისსში გაიმართა საქართველოს 2012 წლის ზამთრის 
ეროვნული ღია ჩემპიონატი მძლეოსნობაში, სადაც  წარმატებით იასპარეზეს 
ა(ა)იპ „ხობის მუნიციპალიტეტის განათლების ცენტრის“ სასპორტო სკოლის, 
მძლეოსნობის წრის აღსაზრდელებმა. 1500 მ რბენაში ჯიმშერ ბუკიამ მანძილი 
4წთ-სა და
38 წმ-ში დაფარა და შედეგად მესამე თანრიგის მფლობელი 
გახდა, გიორგი კორტავა კი 2 კგ-იან ბადროს ტყორცნაში მესამე ადგილზე 
გავიდა. გამარჯვებულები საქართველოს მძლეოსნობის ეროვნული ფედერაციისგან 
შესაბამისი მედლებითა და სიგელებით  დაჯილდოვდნენ.
