ხობში დევნილთა დაბინავების მეორე ეტაპი დაიწყო

     ხობის მუნიციპალიტეტში იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბინავების მეორე ეტაპი დაიწყო. ყოფილი რაიკომის შენობაში ფიქსირებული 13 ოჯახიდან 2 ერთსულიანი ოჯახი ფოთში დევნილთა ახალ დასახლებაში ერთ ოთახიანი ბინით დაკმაყოფილდა, ხოლო 8 ოჯახი ბათუმში, სამ ოთახიანი ბინით იქნა უზრუნველყოფილი. ავეჯის გადაზიდვასა და დევნილთა ტრანსპორტირებას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო ახორციელებს. გასახლების პროცესში ჩართულ დევნილებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა ღურწკაია ესტუმრა, რომელმაც იქ მცხორებლებს უახლოეს მომავალში საკუთარ, ძირძველ ტერიტორიაზე დაბრუნებისათვის მზადება, ხოლო ამ ეტაპზე ახალ საცხოვრებელ ბინებსა და გარემოში ბედნიერი და წარმატებული მომავალი უსურვა.