ცვლილება საფეხბურთო კლუბ ,,კოლხეთში’’

საფეხბურთო კლუბ,,კოლხეთის’’ ფეხბურთელებთან    შეხვედრაზე ახლად დანიშნულმა  მთავარმა მწვრთნელმა ბესიკ შეროზიამ  ისაუბრა განსახორციელებელ  მიზნებსა და    სტრატეგიაზე.  ყურადღება გაამახვილა    სპორტულ დისციპლინაზე.  შეხვედრას ესწრებოდნენ  მუნიციპალიტეტის ხელძღვანელები, რომლებმაც   გამოხატეს მაქსიმალური მხარდაჭერა  ხელისუფლების მხრიდან, ისაუბრეს ფინანსური და სპორტული რესურსის  ეფექტურ გამოყენებაზე   და იმედი გამოთქვეს, რომ კლუბში დაგეგმილი  ცვლილებები  ხელს შეუწყობს ხობის   ,,კოლხეთის’’ გადანაცვლებას- პირველი ლიგიდან უმაღლეს ლიგაში.