პრიორიტეტული საკითხების განხილვა ხობის მუნიციპალიტეტის თემებში

თემების შემდგომი განვითარებისათვის მუნიციპალიტეტის ზედა ზონის -საჯიჯაოს ,ახალი ხიბულის თემებში და სოფელ ძველ ხიბულაში დაიწყო მოსახლეობასთან 2012 წელს შესასრულებელი პროგრამების ერთობლივი განხილვის პროცესი. მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა ღურწკაია გამგეობის შესაბამის სამსახურებთან ადგილებზე ეცნობა მოსახლეობის მოსაზრებებს. შეხვედრები დაგეგმილია მუნიციპალიტეტის ყველა დასახლებაში. მისი მიზანია ,,თემის მხარდაჭერის პროგრამით’’ გათვალისწინებული თანხების მიმართვა პრიორიტეტული საკითხის მოგვარებისათვის. ადგილზე შესწავლილი და მოსახლეობისაგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით სახელმწიფო, რეგიონული, მუნიციპალური პროგრამების რეალიზება.