ოჯახებს საგაზაფხულო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ვაუჩერები ურიგდებათ

ხობის მუნიციპალიტეტში 20 დეკემბრიდან დაწყებული საგაზაფხულო სამუშაოებისათვის განკუთვნილი ვაუჩერების დარიგების პირველი ეტაპი უკვე სრულდება. მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების მიხედვით კუთვნილ ვაუჩერებს გამგეობის რწმუნებულები და სპეციალისტები ოჯახებს პერსონალურად გადასცემენ.