შეხვედრა ღვაწლმოსილ ხობელებთან

ხობის კულტურის სახლში მოეწყო შეხვედრა მუნიციპალიტეტის ღვაწლმოსილ ადამიანებთან. მოწვეულთა შორის იყვნენ განათლების, კულტურის, სპორტის , მედიცინის სფეროს, საჯარო სამსახურებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები. მათ შობა- ახალი წელი მიულოცეს და წარმატებები უსურვეს მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში გოდერძი ბუკიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა ჭოხონელიძემ, მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა ღურწკაიამ. სპეციალური ჯილდოები გადაეცათ ხობელ სპორტსმენებს, დამსახურებულ მწვრთნელებს.