საშობაო გამოფენა და კონცერტი ხობის კულტურის სახლში

5 იანვარს ხობის კულტურის სახლში ტრადიციულ გამოფენა ,,საახალწლო იკებანას” უამრავი დამთვალიერებელი ესტუმრა. საგამოფენო მასალებში წარმოდგენილ იყო ტრადიციული ქართული და ევროპული სადღესასწაულო –საშობაო ნიმუშები: ორიგინალური ნაძვის ხეები, ნახატები, დეკორაციები, კრეატიული ნამუშევრები. გამოფენა დაათვალიერა მუნიციპალიტეტის ხელძღვანელობამ, რომლებმაც გამოფენის თითოეულ მონაწილეს მიულოცეს შობა- ახალი წელი. გამოფენის დასასრულს კულტურის სახლის სცენაზე საახალწლო კონცერტი გაიმართა,სადაც მონაწილეობა მიიღეს მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო – იურიდიულმა პირებმა. გამოფენამ და საკონცერტო პროგრამამ მრავალრიცხოვანი მაყურებლის მოწონება დაიმსახურა.