ხობში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება


5 იანვარს 17.00 სთ-ზე  ხობის კულტურის სახლის  დიდ დარბაზში ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის , განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა  სამსახური, ხობის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი გიწვევთ     გამოფენაზე  ,,საახალწლო იკებანა,” რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხობის რაიონული ორგანიზაციის  პატრონაჟით უკვე ყოველწლიურ  ტრადიციად იქცა. მუნიციპალიტეტის იურიდიული და არასამეწარმეო პირების მიერ  წარმოდგენილ იქნება საახალწლო თემატიკის  ხელთნაკეთი ნამუშევრები, გაიმართება საახალწლო კონცერტი.