რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში დასრულდა



25 ოქტომბერს დასრულლდა  წარმოება-დაწესებულებებს  შორის  პირველობა მინი ფეხბურთში, რომელიც  2008 წელს რუსული აგრესიის შედეგად  სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას, სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული ქართველი პოლიციელის რამაზ კიტიას ხსოვნას ეძღვნებოდა.
ფინალური შეხვედრაში ერთმანეთს გამგეობისა და რესურსცენტრის საფეხბურთო გუნდები დაუპირისპირდნენ. დაძაბული ორთაბრძოლის შედეგად გამარჯვებულიც გამოვლინდა. მატჩი ანგარიშით 2:1 გამგეობის გუნდის სასარგებლოდ დასრულდა, რითაც რამაზ კიტიას სახელობის თასის მფლობელი  გახდა.
І, ІІ და ІІІ ადგილზე გასული გუნდები სპეციალური პრიზებითა და თასებით ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს.