ხობში ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი აირჩიეს



 20 სექტემბერს ხობში მუნიციპალიტეტის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნები ჩატარდა. ღია კენჭისყრაში მონაწილეობას 37 დელეგატი იღებდა, რომელთა შორის იყვნენ სპორტის სპეციალისტები, სპორტსმენები და ფეხბურთის გულშემატკივრები. სხდომაზე გამოტანილი იყო ხობის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ფედერაციის აღმასკომის წევრებების არჩევის საკითხი. დელეგატებმა პრეზიდენტად ერთხმად მერაბ სალაყაია აირჩიეს, რომელმაც საზოგადოებას სამოქმედო გეგმა გააცნო და აღმასკომის წევრებთან ერთად ვიცე-პრეზიდენტად ვლადიმერ გერგაია დაასახელა. არჩევნებს სამეგრელო-ზემო სვანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი სერგო კვარაცხელია ესწრებოდა.