ფესტივალის მესამე ფოლკლორული დღე ხობში

18 სექტემბერს ხობის მეხუთე საერთაშორისო ფესტივალის მესამე დღეს ღია ცის ქვეშ გამართულ სცენაზე მაყურებელთა წინაშე წარსდგნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხის ანსამბლები და შემსრულებლები, რომლებმაც წარმოადგინეს სახასიათო და ორიგინალური ფოლკლორული პროგრამები, რომლებიც სპეციალურად ფესტივალისათვის მოამზადეს, რითაც კიდევ ერთი ფოლკლორული დღე შედგა. დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სამეცნიერო კონფერენციები და სპორტული სანახაობები. 18 საათზე დაიწყო გრანდიოზული გალა-კონცერტი.