გაეროს პროგრამა ხობის მუნიციპალიტეტში



 გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP ) ფინანსური მხარდაჭერით საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) ხობის მუნიციპალიტეტში ახორციელებს პროექტს „შესაძლებლობების განვითარებისა და სოციალური ინტეგრაციისათვის სერვისების უზრუნველყოფა სამეგრელოს რეგიონში“. პროექტის ბენეფიციარები არიან თემში მცხოვრები მოსახლეობა და ადგილობრივი ხელისუფლების სტრუქტურებში მომუშავე გადაწყვეტილების მიმღები პირები, რომლებსაც თვეში ერთხელ ცენტრი „აფხაზეთის“ მიერ ჩაუტარდებათ სხვადასხვა თემატიკის ტრენინგები.პროექტი ერთი წლის განმავლობაში განხორციელდება და იგი მოიცავს სამეგრელოს რეგიონის ხუთი მუნიციპალიტეტის ( ხობი, , ზუგდიდი, ფოთი,სენაკიწალენჯიხა) 63 ტერიტორიულ ერთეულს. პროექტის ფარგლებში ცენტრის მიერ შერჩეული ბენეფიციარები , როგორც ადგილობრივი, ასევე დევნილი მოსახლეობიდან, გაივლიან ტრენინგებს სხვადასხვა თემებზე.ქსელური შეხვედრები გაიმართება ორ თვეში ერთხელ და სათემო ჯგუფების გარდა შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აღნიშნული შეხვედრების მიზანია, მონაწილე მხარეების ერთობლივი ძალისხმევით მოხდეს პრობლემების შესაძლო გადაჭრის გზების მოძიება.