„ცოტნეობა„ საერო დღესასწაული ხობში

,,ცოტნეობა-2011’’ აღნიშნა ხობის საზოგადოებამ, მრევლმა. საზეიმო წირვისა და ჯვრის კურთხევის შემდეგ ხობის კულტურის სახლის დიდ დარბაზში გამგეობის კულტურის სამსახურისა და ,,კულტურის ცენტრის’’ ორგანიზებით ჩატარდა ლიტერატურულ- მხატვრული კომპოზიცია, სადაც წარმოდგენილ იქნა-გმირობისათვის სულიერად განმტკიცებული ცოტნე ერისკაცის ფსიქოლოგიური სახე. სცენაზე ფოლკლორულმა ანსამბლებმა შეასრულეს პატრიოტული თემატიკის ცეკვები და სიმღერები. ..ცოტნეობა’’ საზოგადოებას მიულოცა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ. საზოგადოებას მიმართეს ხობელმა სტუდენტებმა. მათ მიერ გახმოვანდა ინიციატივა ,,მე ვაშენებ ტაძარს-მე განვამტკიცებ რწმენას”, რომლის ფარგლებში სტუდენტთა ჯგუფი მონაწილეობას მიიღებს მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას მიერ პირველ მაისში მშენებარე ღვთისმშობლის ხარების სამონასტრო კომპლექსის მშენებლობაში. ხობელებს ტრადიციული დღესასწაული მიულოცა ფაზისის აკადემიის პრეზიდენტმა ნუგზარ ნადარაიამ. საზოგადოებამ გამოხატა მადლიერება საპატრიარქოსა და ხელისუფლების მიმართ, ტრადიციებისა და სულიერების მხარდაჭერისათვის.