ადიდებულმა ხობისწყალმა არქეოლოგიური ძეგლები დააზარალა

ხობის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ არქეოლოგიურ ძეგლებს,რომლებიც მდინარე ხობისწყლის პირას მდებარეობენ სტიქიამ ზიანი მიაყენა, განსაკუთრებით დაზარალდა სოფელ პირველ გურფულში მდინარე ხობისწყლის მარჯვენა ნაპირზე მდებარე ადრეანტიკური ხანის ნამოსახლარი.გამგეობის შესაბამისმა სამსახურმა წყლის დაკლების შემდეგ არქეოლოგიური მასალის მცირე ნაწილის გადარჩენაღა შესძლო აკრეფილი მასალა ძირითადად ძვ.წ.აღრიცხვით IV-III საუკუნეებისაა,თიხის ჭურჭლის ფრაგმენტების ძირითადი ნაწილი ადგილობრივი წარმოებისა,არის ბერძნული ჭურჭლის ფრაგმენტებიც. მოპოვებული მასალა კამერალური დამუშავების პროცესშია.