6 ივნისს პატრიოტთა ბანაკ ,,ანაკლიაში’’ ხობელი მოსწავლეები გაემგზავრნენ


მოსწავლეებს მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა შეხვდა. გამგებელი დაინტერესდა თითოეული წარგზავნილის მიღწევებით, მისწრაფებებით და პატრიოტთა ბანაკში კარგ დასვენებასთან ერთად, ინტელექტუალური შესაძლებლობის მაქსიმალური გამოვლენა უსურვა მათ. ,,თქვენ ანაკლიის ბანაკში უნდა გამოავლინოთ ყველა ის ღირებულება, რაზედაც აქ, ამ შეხვედრაზე ვისაუბრეთ. შეიძინოთ ახალი მეგობრები. შეიქმნათ ახალი შთაბეჭდილებები, რომელსაც ალბათ ჩამოსვლისას გაგვიზიარებთ.’’ ბავშვებმა გამოხატეს თავიანთი მადლიერება იმ ყურადღებისათვის, რასაც მათ მიმართ იჩენს ხელისუფლება. მოსწავლეები ბანაკში 17 ივნისამდე დარჩებიან.