ხელისუფლების შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება

ხელისუფლების შეხვედრები მოსახლეობასთან გრძელდება
პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილე ბატონი მიხეილ მაჭავარიანი და მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი გოდერძი ბუკია-შუა ხორგაში შეხვდნენ დაბალი ზონის მოსახლეობას. მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ ინფორმაციული სახის მიმოხილვა გააკეთა დაბალი ზონის სოფლების მახასიათებლებზე, მოსახლეობის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობაზე, ბუნებრივ რესურსებზე სახელწიფო პროგრამების მნიშვნელობასა და მოსახლეობასთან ხელისუფლების სიახლოვის შედეგებზე. შეხვედრაზე სოფლების რწმუნებულებმა ისაუბრეს ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამით” ჩატარებულ სამუშაოებზე. ხაზი გაუსვეს იმ ფაქტს, რომ მართალია პროგრამამ სოფელში მრავალი სასიკეთო ძვრა შეიტანა, მაგრამ მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლებში მეტი სამუშაოები და სახსრებია ჩასადები ნაპირსამაგრი და სამელიორაციო სამუშაოების განსახორციელებლად, რაც 2011წელს უკვე გათვალისწინებულია. პატარა ფოთისა და შუა ხორგის მოსახლეობამ წყალმომარაგების სისტემაში არსებული საკითხის გადაწყვეტისათვის დახმარება მოითხოვეს, რადგანაც საკითხის ადგილობრივი ძალებით გადაწყვეტა შეუძლებელია, თუ წყალმომარაგების კომპანიამ კომპეტენტურად არ გადაჭრა აღნიშნული პრობლემა. თანამედროვე განათლების საკითხებზე, მასწავლებელთა კვალიფიკაციისა და სიახლეთა კვალდაკვალ სკოლის განვითარებაზე ისაუბრა სკოლის დირექტორმა გულნარა ტაბაღუამ. მოსახლეობამ მადლობა გადაუხადა დეპუტატს, იმ დიდი ინვესტიციის მოზიდვისა და განხორციელებაში შეტანილი ძალისხმევისათვის, რამაც ყულევის ტერმინალის სახით ასობით ადგილობრივს დასაქმების პრობლემა მოუხსნა. მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრა ტერმინალის ახალი ხაზის მშენებლობაზე, რაც დამატებით სამუშაო ადგილებს შექმნის. Bბატონი მიხეილ მაჭავარიანმა განიხილა მსოფლიო ფინანსური კრიზისის ფონზე, საქართველოში მიმდინარე პროცესები, , რუსული აგრესია და აფხაზეთი, რამაც ხობელი ახალგაზრდობის სიცოცხლე შეიწირა. ისაუბრა იძულებით გადაადგილებულ პირთათვის გათვალისწინებულ საკითხებზე. . განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა 2011-2012 წლის ინტენსიური განვითარების პროგრამებზე, რაც ძირეულად შეცვლის მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ ფონს და ხაზი გაუსვა ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას- ინიციატივების , ახალ წამოწყებების მნიშვნელობას, რომელიც არა მხოლოდ არა მხოლოდ ხობელებისათვის არამედ რეგიონისა და ქვეყნისათვის მნიშვნელოვანია. 2011 წლიდან კი ეს ,,ხუდონ ჰესის’ ინვესტირებაა, რომელშიც კანონის ფარგლებში უდიდესი წვლილი შეიტანა დეპუტატმა. ნაციონალური მოძრაობის მიერ სახელმწიფოს განვითარებისათვის საჭირო ყველა მიმართულებით გატარებულმა რეფორმებმა წლების წინ შეუმდგარი ქვეყანა- სტაბილურ ქვეყნად აქცია, რომელსაც ახლა აქვს დრო, რომ შიდა საკითხებს ღრმად და ძირფესვიანად ჩაწვდეს და მაღალგანვითარებული ქვეყნების გვერდით დადგეს, რაც უპირველესად მოსახლეობის კეთილდღეობით გამოიხატება და რისთვისაც ,,გასაკეთებელი კიდევ ბევრია”.