2010 წლის სექტემბრის არქივი


31-სექტემბერი-2010

სერთიფიცირებული მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ.
30-სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში შედგა შეხვედრა გაზეთი ,,ახალი სამკუთხედის” რედაქციასა და ხობის მუნიციპალიტეტის სერთიფიცირებულ მასწავლებლებს შორის. სასერთიფიკაციო გამოცდა წელს პირველად ჩატარდა, სერთიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის მოპოვება მხოლოდ ქართული ენისა და ლიტერატურის, უცხო ენებისა და მათემატიკის მასწავლებლებს შეეძლოთ, შესაბამისი სპეციალობის გარდა, თითოეულ მასწავლებელმა მეორე გამოცდა პროფესიულ უნარებში ჩააბარა. შეხვედრაზე პედაგოგებმა ძირითადად ისაუბრეს მასწავლებელთა სასერთიფიკაციო გამოცდებზე , რომელიც საქართველოში განათლების რეფორმის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მიღწევაა და როგორც შეხვედრაზე პედაგოგებმა აღნიშნეს, აუცილებლად მოახდენს ზეგავლენას მოსწავლეების განათლების ხარისხზე. სერთიფიცირებული მასწავლებლები ახალი სასწავლო წლიდან გაზრდილ ანაზღაურებას მიიღებენ, იმუშავებენ მენტორ მასწავლებლებად და შესაძლებლობა მიეცემათ სამინისტროს მიერ ინიცირებულ სხვადასხვა პროგრამებში ჩაერთონ.
29-სექტემბერი-2010

კეთილმოწყობითი სამუშაოები
ხობში მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ჭყონინდელის ქუჩაზე ცენტრალური ტრასიდან რკინიგზამდე მისასვლელი გზის გასწვრივ მარჯვენა და მარცხენა მხარის კეთიმოწყობა დაიწყო. კეთილმწყობით სამუშაოებს ატარებს ,,შარაგზამშენი პირველი”, შესაბამისად დასაქმებულია ადგილობრივი მუშა-ხელი სამუშაოების მიმდინარეობა ადგილზე დაათვალიერა მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ. სამუშაოები სავარაუდოდ ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
29-სექტემბერი-2010

``მატრა”-ს წარმომადგენლები ხობში
ჰოლანდიური ტრანსფორმაციის პროგრამა ,,მატრას” ფარგლებში გათვალისწინებულია მდინარე რიონის დინების ქვედა ნაწილის კვლევა, რომლის ფარგლებში მოხდება წყალდიდობის შემთხვევისას ნაპირსამაგრი სისტემის მიმდებარე სავარგულების სავარაუდო ზარალის პროგნოზირება. 29 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტში აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა პროექტის ასიტენტი სამანჯა გიმირი, საქართველოს გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტი გარემოს დაცვის საკითხებში ნოდარ თხელიძე.
28-სექტემბერი-2010

სანიაღვრე არხების მოწყობითი სამუშაოები.
დამთავრდა ნინოშვილისა და რუსთაველის ქუჩებზე სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები, რომელიც ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით შეასრულა ,,ხობმონტაჟმშენმა”. დასაქმებულ იქნა 12 ადგილობრივი მაცხოვრებელი. სანიაღვრე არხის მოწყობამ მოსახლეობას საკარმიდამო ნაკვეთების დატბორვის პრობლემა მოუხსნა და მათი მრავალწლიანი პრობლემა მოიხსნა.
28-სექტემბერი-2010

ხობისწყალმა სოფელ ბიაში საკარმიდამო ნაკვეთები წარეცხა
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიაში ხობისწყალმა სოფლის მოსახლეობის საპრივატიზაციო მიწის ნაკვეთები წარეცხა. ადიდებული მდინარე საფრთხეს უქმნის საკარმიდამო მიწის ნაკვეთებს. შექმნილი სიტუაცია საჭიროებს გადაუდებელ ნაპირსამაგრ სამუშაოებს, რითაც მოსახლეობის ერთ-ერთი უმწვავესი პრობლემა გადაიჭრება.
27-სექტემბერი-2010

ხობის მუნიციპალიტეტის გამგობის ადმინისტრაცია გილოცავთ ჯვართამაღლებას
ჯვართამაღლება ერთ-ერთი ქრისტიანული საეკლესიო დღესასწაულია, რომელიც დგება ყოველი წლის 27 სექტემბერს, ჯვართამაღლება აღნიშნავს იმ დღეს, როდესაც იმპერატორი კონსტანტინეს დედის, ელენე დედოფლის ბრძანებით-იერუსალიმის მახლობლად, დაახლოებით 335 წელს, იპოვეს იესო ქრისტეს ჯვარი, რომ ყველასათვის შესაძლებელი ყოფილიყო ჯვრის ხილვა. აქედან წარმოდგება დღესასწაულის სახელწოდება ,,ჯვართამაღლება”
24-სექტემბერი-2010

მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობა ხობში.
23 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი იგორ ტყებუჩავა შ.პ.ს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემის მშენებარე 220-110 კვ ელ.გადამცემი ხაზების მენეჯერთან მამუკა შონიასთან და სააქციო საზოგადოება `საქენერგორემონტი~-ს წარმომადგენელთან თეიმურაზ ნიკოლაიშვილთან ერთად შეხვდა ქვემო ქვალონის მოსახლეობას, რომელთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც უნდა გაიაროს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზებმა. შეხვედრაზე გამოიკვეთა მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემი ხაზების მნიშვნელობა რეგიონის განვითარებისათვის. ასევე მოსახლეობას მიეწოდა სრული ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ. ადგილობრივმა მცხოვრებლებმა თავის მხრივ გამოხატეს საკუთარი ინტერესები და მოითხოვეს მათი მაქსიმალური გათვალისწინება.
22-სექტემბერი-2010

დასრულდა რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას სახელობის ტურნირი.
7 სექტემბერს სტარტი აიღო და 21 სექტემბერს დასრულდა ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას სახელობის თასის გათამაშება მინი-ფეხბურთში, რომლის ფინალი გაიმართა სოფელ ხიბულაში მისივე სახელობის სტადიონზე. შეჯიბრებაში მონაწილეობდა 8 გუნდი ორ ჯგუფად. ფინალი დასრულდა სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახურის გამარჯვებით, მეორე ადგილი დაიკავა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდმა, ხოლო მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა შ.პ.ს ``შარა გზამშენი პირველმა.`` გამარჯვებულ გუნდებს გადაეცათ საპატიო სიგელები და რამაზ კიტიას სახელობის თასი.
22-სექტემბერი-2010

ნორჩი ჟურნალისტების რესპოდენტი-მუნიციპალიტეტის გამგებელი.
22 სექტემბერს განათლების ცენტრის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის ნორჩ ჟურნალისტთა წრის წევრებთან შედგა მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონ იგორ ტყებუჩავას ინტერვიუ. მოზარდების კითხვები ძირითადათ შეეხო განათლების სფეროში მიმდინარე პროცესებს, გამგებლის საზოგადოებრივი მოღვაწეობას, ურთიერთობებს, ბავშვობას. ასევე დომინირებდა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტთან დაკავშირებული კითხვები, მოზარდებს აინტერესებდათ თუ რამდენად გაითვალისწინებს ადგილობრივი ხელისუფლება ბიუჯეტის შედგენისას ახალგაზრდობის მიერ წარმოდგენილ წინადადებებს. შეხვედრა გულთბილ ვითარებაში ჩაიარა. ნორჩი ჟურნალისტები კვლავ გეგმავენ შეხვედრებს საზოგადოების წევრებთან მათთვის საინტერესო საკითხებზე.
21-სექტემბერი-2010

ღმრთისმშობლობა
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა სრულიად საქართველოსა და ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ულოცავს შობას ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა.
21-სექტემბერი-2010

ხობის მუნიციპალიტეტის პირველობის ფინალი მინი-ფეხბურთში
21 სექტემბერს დასასრულს მიუახლოვდა ხობის მუნიციპალიტეტის პირველობა მინი-ფეხბურთში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ წარმოება-დაწესებულებებს შორის. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას სახელობის თასის გათამაშებაში. ფინალი გაიმართება სოფელ ახ.ხიბულის მინი სტადიონზე, 16:00 საათზე სადაც ერთმანეთს შეხვდებიან ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის გუნდი და სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამსახური, ხოლო მესამე ადგილისათვის იბრძოლებენ შპს `შარა გზა მშენი პირველი`` და ჯანდაცვის სამსახურის გუნდები.
21-სექტემბერი-2010

ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტთა ჯგუფი მორიგი სამუშაო ვიზიტით ხობს ეწვია.
20 სექტემბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტთა ჯგუფთან ერთად დაათვალიერა კომპაქტურად ჩასახლებული იძულებით გადაადგილებული მოსახლეობის რეაბილიტირებული საცხოვრებელი ბინები. წყლითა და ელექტროენერგიით მომარაგება ახალ მოსახლეების ძირითადი პრობლემაა. ანტიკრიზისული საბჭოს ექსპერტთა ჯგუფმა და მუნიციპალიტეტის გამგებელმა ხეთის ყოფილი პროფსასწავლებლის, ასევე ხობის რეაბილიტირებული სკოლა-ინტერნატის შენობებში შესახლებული მოსახლეობის აზრი მოისმინეს. ექსპერტთა მიერ დათვალიერებული იქნა მუნიციპალური განვიათარების ფონდის მიერ განსახორციელებელი თაყაიშვილისა და ჭყონდიდელის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
20-სექტემბერი-2010

ჩამოწოლილმა მეწყერმა თემს საშიშროება შეუქმნა
ხამისქურში ღელე ფატიორღვასთან ჩამოწოლილმა მეწყერმა საშიშროება შეუქმნა სოფლის შიდა გზასა და მის მიმდებარე ტერიტორიას, რომელიც მჭიდროდაა დასახლებული.ეს გზა აკავშირებს მოსახლეობას ხობისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებთან, ასევე ხამისქურში მდებარე ქვის კარიერთან. მუნიციპალიტეტის გამგეობის მიერ გამოყოფილი თანხით (პროექტის ღირებულებაა 5000ლარი) მიმდინარეობს ნაპირსამაგრი სამუშაოები, რომლის ფარგლებში ხდება გზის საფუძვლიანი გამაგრება, გზის გამაგრება შესაბამისად დამეწყვრისაგან დაიცავს ადგილობრივ მოსახლეობის კუთვნილ საკარმიდამო ნაკვეთებსა და სახლებს.
20-სექტემბერი-2010

ქ.ხობის წმ.სამების სახელობის ტაძარში პირველკლასელები დალოცეს.
20 სექტემბერს ქ.ხობის წმ.სამების სახელობის მოძღვარმა მამა კირიონმა დალოცა ხობის #1 და #2 საჯარო სკოლის I კლასელები, მათ საჩუქრად გადაეცათ ხატები.
17-სექტემბერი-2010

ხობი აქტიურად შეუერთდა კამპანიას ``დავასუფთაოთ მსოფლიო``
2010 წელს საქართველო პირველად შეუერთდა კამპანიას ``დავასუფთაოდ მსოფლიო,დავასუფთაოდ საქართველო`` ამ აქციის ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტის საზოგადოებამ მხარდაჭერა გამოხატა თავისი ეზოს, ქუჩის, ქალაქის დასუფთავებით. ადგილობრივი ხელისუფლება საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად გავიდა დანაგვიანებული ადგილების დასასუფთავებლად. ამ მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, გამგეობისა და საკრებულოს საჯარო სამსახურების თანამშრომლებმა, ქალაქის ``დასუფთავება და განათების`` სამსახურმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ, მუნიციპალიტეტის 20-ვე სოფელი მთელი დღის განმავლობაში აქტიურად იყო ჩართული ამ მნიშვნელოვან კამპანიაში. აქციის მონაწილეებს დაურიგდათ სპეციალური უნიფორმები, ხელთათმანები, პოლიეთილენის პარკები. აქციის კოორდინატორმა ხობის მუნიციპალიტეტში ქალბატონმა მედეა ქობალიამ გააკეთა განცხადება ნარჩენების სეპარაციის შესაბამისი უნარჩვევების გამომუშავების აუცილებლობაზე საზოგადოებაში. აქციამ ხელი შეუწყო საზოგადოების მობილიზებას ნარჩენებთან დაკავშირებული პრობლემების გარშემო.
16-სექტემბერი-2010

ხობის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების გამოცხადების შესახებ .
ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა განმეორებით აცხადებს აუქციონს
მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული მოძრავი ნივთების პრივატიზებაზე საპრივატიზებო ობიექტების ნუსხ
ა # ავტომანქანის მარკა, მოდელი, სარეგისტრაციო ნომერი გამოშვების წელი საწყისი გასაყიდი ფასი 50%-ის ფასდაკლება ფერი
`ბე~-ს ოდენობა 30% სავაჭრო ბიჯის ოდენობა 10% მონაწილის ბილეთის ფასი 1 ოპელ ვექტრა
1.81 (YVY-223) 1992 2000 1000 რუხი78 330 100 20 2 ვაზ 2106 (FAN-130) 1983 1000 500 ლურჯი7/8 165 50 20 3 ვაზ 2107 (თEM-973) 1998 900 450
მწვანე 7/8 150 45 20 4 გაზ53-12 (FAE-088) 1985 700 350 მწვანე 3/8 125 35 20 GAN
განცხადების მიღების ადგილია:
ქ. ხობი ც.დადიანის ქუჩა#198, ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა -გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახური.
განცხადების მიღების ვადაა-გაზეთში ინფორმაციის გამოქვეყნებიდან აუქციონის ჩატარების დღემდე 9-00 საათიდან 18-00 საათამდე (შაბათ-კვირის გარდა)
, ხოლო აუქციონის ჩატარების დღეს 9-00 საათიდან 14-00 სათამდე. აუქციონის ჩატარების თარიღია 2010 წლის 7 ოქტომბერი 15-00 საათი.
საბანკო რეკვიზიტებია: მიმღები: ერთიანი ანგარიში არასაგადასახადო ანგარიში 200122900, მიმღები ბანკი:სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი 220101222,
სახაზინო კოდი 300403332. აუქციონის ფორმით მოძრავი ქონების პრივატიზებისას გამყიდველის და მყიდველის მიერ ხელმოწერილი აუქციონში
გამარჯვების დამადასტურებელი ოქმი არის წერილობითი ხელშეკრულება, აგრეთვე გამარჯვებული პირის მიერ აუქციონში გამარჯვების
დამადასტურებელ ოქმზე ხელის მოწერაზე უარის თქმა ართმევს მას გამარჯვებულის სტატუსს. აუქციონში გამარჯვებული
მყიდველი ვალდებულია აუქციონის ჩატარებიდან საქართველოს კანონით განსაზღვრულ ვადაში გამგეობასთან გააფორმოს ნოტარიალურად
დამოწმებული შესაბამისი ხელშეკრულება, აგრეთვე აუქციონის შედეგების ოქმის დამტკიცების მომენტიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში
დაფაროს მის მიერ აუქციონზე დასახელებული ქონების საბოლოო გამოსასყიდი თანხა, წინააღმდეგ შემთხვევაში აუქციონის შედეგები გაუქმდება,
მყიდველს არ მიეცემა საკუთრების უფლება და `ბე~-ს შენატანი არ დაუბრუნდება. აუქციონში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრატორს უნდა
წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები: ა)დამტკიცებული ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (მიიღებთ გამგეობაში);
ბ)`ბე~-ს და მონაწილის ბილეთის ფასის შენატანის დამადასტურებელი საბანკო ქვითარი;
გ) პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;
დ) იურიდიული პირები დამატებით წარმოადგენენ ნოტარიალურად დამოწმებულ სადამფუძნებლო დოკუმენტების ასლს;
ე) ნოტარიალურად დამოწმებული მინდობილობა, თუ მყიდველი მოქმედებს სხვა პირის სახელით. სააუქციონო კომისიის ზონარგაყრილ
დავთარში განაცხადის რეგისტრაციის მომენტიდან განმცხადებელი იძენს აუქციონში მონაწილის სტატუსს. აუქციონში გამარჯვებულის
გამოვლენის კრიტერიუმია საწყის გასაყიდ ფასზე ბიჯის დანამატის შედეგად მაქსიმალური ფასის გადახდა.
მოძრავი ქონების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის
განვითარების სამსახურში. გამყიდველი ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა.
15-სექტემბერი-2010

ახალი სასწავლო წელი
15 სექტემბერს, პირველად საქართველოში, ერთდროულად ყველა საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო. ამ დღესთან დაკავშირებით ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ, გამგებლის მოადგილემ რალა ჩემიამ, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა გერგაიამ მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყება პირადად მიულოცეს მოსწავლეებსა და პედაგოგებს, მათ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ყველა სოციალურად დაუცველ მოსწავლეს პირველი კლასიდან მეთორმეტე კლასის ჩათვლით სასკოლო სახელმძღვანელოები( 729 მოსწავლეს )უსასყიდლოდ გადასცეს. ეს სახელმძღვანელოები პროგრამით სკოლის ბიბლიოთეკებს გადაეცემათ და მის გამოყენებას შემდგომში სხვა სოციალურად დაუცველი ბავშვები შეძლებენ, წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განახორციელა მოსწავლეების მხარდაჭერის პროგრამა, პროგრამის გათვალისწინებით , დღეს კომპიუტერები (ნეტბუქები)საჩუქრად გადაეცათ მუნიციპალიტეტის მეათე კლასის ექვს წარმატებულ მოსწავლეს.
14-სექტემბერი-2010

ხობში XVIII საუკუნის ხელნაწერი აღმოაჩინეს
ხობში XVIII საუკუნის 1-ნახევრის ხელნაწერი აღმოჩნდა, კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის მთავარი სპეციალისტის გოგიტა ჩიატაიას განმარტებით იგი დასავლეთ საქართველოს კათალიკოსის გრიგოლ ლორთქიფანიძის მიერ გაცემული წყალობის სიგელია და მნიშვნელოვან დოკუმენტს წარმოადგენს ამ პერიოდის დასავლეთ საქართველოს ისტორიისათვის.
13-სექტემბერი-2010

წელს კომპიუტერები გადაეცემათ მე-10 კლასის ექვს წარმატებულ მოსწავლეს
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს წარჩინებული მოსწავლეების მხარდაჭერის პროგრამას. საბაზო საფეხურზე წარმატებულ მოსწავლეებს საჩუქრად გადაეცემათ კომპიუტერები (ლეპტოპები). წელს კომპიუტერები გადაეცემა მუნიციპალიტეტის მე-10 კლასის 6 წარმატებულ მოსწავლეს: ლევან საბახტარაშვილი –საერო საშუა სკოლა ,,არეა" თეა აბშილავა –თორსის საჯარო სკოლა მელდა შონია –ზემო ქვალონის საჯარო სკოლა მარიამ ფაღავა –ჭალადიდის საჯარო სკოლა ნიკა ფანცულაია –ჭალადიდის საჯარო სკოლა ნინო კაკაბაძე –ხეთის საჯარო სკოლა
13-სექტემბერი-2010

ნორჩი ხობელი სპორტსმენის წარმატებული გამოსვლა სტამბულში.
ქალაქ სტამბულში აგვისტოს თვეში გამართულ მსოფლიო ტურნირზე სპორტის სახეობაზე კარატე-დო-ში, საქართველოს ნაკრებ გუნდთან ერთად იასპარეზა და პირველი ადგილი მოიპოვა 12 წლის ხობელმა სპორტსმენი გოგა კორტავა გახდა ოქროს მედლის მფლობელი. მის სპორტულ მონაპოვარში შედის: ხუთი ოქროს, ვერცხლის და სხვადასხვა პრიზები.
09-სექტემბერი-2010

მორიგი შეხვედრა ახალსოფელში
ხობის მუნიციპალიტეტში არსებული პრობლემების გადაჭრასთან დაკავშირებით ტარდება მთელი რიგი ღონისძიებები, რომელთა მეშვეობით, რაც შეიძლება სწრაფად და ეფექტურად უნდა მოგვარდეს პრობლემებით გამოწვეული სიძნელეები. ყოველივე ამის გათვალისწინებით სოფელ ახალსოფლის მაცხოვრებლებს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა შეხვდა. მოსახლეობამ გაჭიანურებულ გვალვებთან და ამორტიზირებული წყალსადენების უმოქმოდებასთან დაკავშირებით მოითხოვა სასმელი წყლის პრობლემების გადაჭრა. გამგებელი ადგილობრივ მაცხოვრებლებს დაპირდა , რომ მომავალი წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულ იქნება წყალსადენის სარეაბილიტაციო თანხები. სამუშაო შეხვედრას ესწრებოდა მობილური კავშირგამბულობის კომპანია ,,მობიტელის” წარმომადგენლებიც კომპანიამ წარმოადგინა პროექტი საბაზო სადგურის განთავსების შესახებ სოფელ ახალსოფელში. შეხვედრისას ,, მობიტელის” წარმომადგენლებმა ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვეს თანადგომა საინჟინრო-გეოლოგიური სამუშაოების ჩასატარებლად, რადგანაც უნდა განისაზღვროს გრუნტის ვარგისიანობა საბაზო სადგურის განთავსებისათვის, რამაც მოსახლეობაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გამგებელი მათ დაპირდა, რომ პროექტის შესაძლო განხორციელების შემთხვევაში მაქსიმალურად იქნებოდა გათვალისწინებული და დაცული თითოეული მოსახლის ინტერესები.
08-სექტემბერი-2010

სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში
7 სექტემბერს სტარტი აიღო ხობის მუნიციპალიტეტის პირველობამ მინი-ფეხბურთში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ წარმოება-დაწესებულებებს შორის. სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს სოფელ ხურჩაში ტრაგიკულად დაღუპული პოლიციელის რამაზ კიტიას სახელობის თასის გათამაშებამ. შეჯიბრებაში მონაწილეობას ღებულობს 8 გუნდი. პირველ მატჩში ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გუნდმა 4:2 დაამარცხა დაცვის პოლიციის გუნდი. ``შარაგზამშენი``-ს გუნდმა 3:1 სძლია ჯანდაცვის გუნდს.
08-სექტემბერი-2010

მიმდინარეობს მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობა
გამგებელი შეხვდა სოფელ ჭალადიდის მაცხოვრებლებს,რომელთა საკარმიდამო მიწის ნაკვეთებზეც უნდა გაიაროს მაღალი ძაბვის ელექტროგადამცემმა ხაზებმა, მენჯიდან ფოთამდე თავისუფალ ზონამდე შ.პ.ს. ,,საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის” მიერ მიმდინარეობს მაღალი ძაბვის ელექტრო გადამცემი ხაზების მშენებლობა, ჭალადიდის ტერიტორიაზე სულ დაიდგმევა 30 ანძა, რომლის მშენებლობაც უახლოეს ხანში განხორციელდება. გამგებელმა შეკრებილ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია დაგეგმილი სამუშაოების შესახებ და შეპირდა, რომ მისი განხორციელებისას მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული და დაცული თითოეული მოსახლის ინტერესები, მათ შორის კომპენსაციების გაცემის გზითაც.
07-სექტემბერი-2010

მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე განახლდა
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის განახლებული საკონცერტო დარბაზის პრეზენტაციას მიეძღვნა საზეიმო ღონისძიება, რომელიც ა/წლის 6 სექტემბერს ქალაქ ხობში გაიმართა. მოსწავლე-ახალგაზრდობამ მიიღო შესანიშნავი საჩუქარი, განახლებული საკონცერტო დარბაზის სახით, სარეაბილიტაციო სამუშაოები დაფინანსდა ადგილობრივი ბიუჯეტიდან, და ამიერიდან 15 წლის შესვენების შემდეგ მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდები კომფორტულ, თბილ და თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ დარბაზში გააგრძელებენ შემოქმედებით მეცადინეობებს . დამსწრე საზოგადოებას და მოსწავლეებს განახლებული სასახლის გახსნა მიულოცა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბატონმა იგორ ტყებუჩავამ და უსურვა , რომ,,....ის სააგიტაციო-სარეკლამო დაფა, რომელიც არის ამ შენობის წინ სისტემატურად ყოფილიყოს დატვირთული და გვამცნობდეს ახალ-ახალ ღონისძიებების თარიღს...” გამგებელი მიესალმა სასახლეში მოღვაწე პედაგოგებს და მოწიწებით გაიხსენა ის, პედაგოგებიც, რომლებიც წლების განმავლობაში მოღვაწეობდნენ სასახლეში და ზოგიერთი მათგანი დღესაც განაგრძობს აქტიურ თანამშრომლობას სასახლის აღსაზრდელებთან ,,...მინდა გავიხსენო ის შესანიშნავი პედაგოგები, რომლებიც მაშინაც ამშვენებდნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეს და დღესაც ძველი შემართებით მოღვაწეობენ: ქალბატონი მერი აბრამია ამ სასახლის ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი დირექტორი, ისტოორის მასწავლებელი ქალბატონი ეთერი ბიწაძე, ბატონი შალვა ხარებავა, რომელიც წლების განმავლობაში განათლების განყოფილებას ხელმძღვანელობდა..” გამგებელმა მადლობა გადაუხადა მშენებლებსაც სამუშაოების კეთილსინდისიერად ჩატარებისათვის და სასახლის მოსწავლე-ახალგაზრდებს და მასწავლებლებს უსურვა წარმატებები შემდგომ საქმიანობაში.
03-სექტემბერი-2010

ხობის #2 საბავშვო ბაგა-ბაღში პირველი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.
სასწავლო პროცესი სკოლამდელი სააღმრზდელო გაერთიანების სტრუქტურულ ერთეულებში 1-სექტემბერს განახლდა, მათ შორის ხობის #2 საბავშვო ბაგა-ბაღშიც. სასწავლო პროცესის დაწყებამდე ბაღს ჩაუტარდა სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი, პროექტის ფარგლებში გარემონტდა ბაგის ჯგუფის ოთახი თავისი სველი წერტილებითა და შესასვლელით. რემონტი ჩაუტარდა შენობის პირველი სართულის წინა ფასადს, მომავალში იგეგმება მეორე ეტაპის სამუშაოები. შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ.
02-სექტემბერი-2010

ხობის მუნიციპალიტეტის სოფლებში ხანძრის შემთხვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა.
ხობში მთელი დღის განმავლობაში ხანძრის შემთხვევის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა. დაახლოებით 15:00 საათზე სოფელ საჯიჯაოში (ჯაპიშაქრის უბანში) ცეცხლი გაუჩნდა ვახტანგ თირქიას და ლილი კუჭავას საკარმიდამო ფართობებს, ზემო ქვალონში ცეცხლი მოედო მაღალი ძაბვის #8 ქვესადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ ეკალ-ბარდებს და საჭანტურიოს უბანში 5 ჰექტარამდე ჩაის მასივს , იყო საშიშროება ცეცხლი გადასულიყო სავარგულებსა და ბაღებზე, თუმცა მეხანძრეებმა ხანძრის ლოკალიზება დროულად მოახდინეს. 17-00 საათზე შემოვიდა ინფორმაცია პ/ხორგაში ცეცხლის ახალი კერის გაჩენის თაობაზე. ცეცხლი მოედო ყოფილი მეცხოველეობის ფერმის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთს. მობილიზებული იყო დასავლეთ მიმართულების შინაგან საქმეთა #2 სამმართველო, სენაკის #2 სამხედრო საჯარისო დანაყოფი, ხობის პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები, ზუგდიდის სამხარეო პოლიცია. ადგილზე მუშაობდა აბაშის, ზუგდიდის, ხობის, სახანძრო –სამაშველო სამსახურის მანქანები, რომელთა ძალისხმევითაც ლოკალიზებულ იქნა ცეცხლის კერები. ამდროისათვის ხანძრის საშიშროება არ არსებობს. ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზად სიცხე და ქარი სახელდება.
01-სექტემბერი-2010

საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო სკოლების დირექტორების და მასწავლებლების სამუშაო შეხვედრა შედგა.
დღეს ხობის საგანმანათლებლო რესურცენტრში დირექტორის და მასწავლებლის პროფესიული ეთიკის კოდექსის და მოსწავლის ქცევის კოდექსის საბოლოო ვარიანტი განიხილება. სამუშაო შეხვედრაში მოანაწილეობენ საჯარო სკოლების დირექტორები და მასწავლებლები . კოდექსის განხილვის გათვალისწინებით შემუშავდება სკოლების ერთიანი შინაგანაწესის პროექტი.
01-სექტემბერი-2010

წელს ხობს 16 ოქროსა და 13 ვერცხლისმედალოსანი ჰყავს.
დღეს ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, 11 საათზე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა ხობის ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების წარჩინებულ კურსდამთავრებულებს შეხვდა. მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ ქალბატონმა რალა ჩემიამ პირადად გადასცა ჯილდო: ოქროსა და ვერცხლის მედლები. წელს ხობს 16 ოქროსა და 13 ვერცხლის მედალოსანი ჰყავს. უკვე მეორე წელია კურსდამთავრებულებს პრეზიდენტის ჯილდო: ვერცხლისა და ოქროს მედლები გადაეცემათ. ოქროსა და ვერცხლის მედლებს სიმბოლური დატვირთვა აქვს და მათ იმ კურსდამთავრებულებს გადასცემენ , რომლებიც სწავლაში მიღწეული წარმატებებით გამოირჩევიან.
01-სექტემბერი-2010

ინგლისურენოვანი უცხოელი მოხალისეები უკვე ხობში არიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამა: ,,ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ფარგლებში ხობის მუნიციპალიტეტში ჩამოვიდა ორი ინგლისურენოვანი მოხალისე მასწავლებელი : ალაიშა გრიფინი, რომელიც განაწილებულია ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ქვალონის საჯარო სკოლაში და ფინდლი ბრაუნი განაწილებულია ქალაქ ხობის #1 საჯარო სკოლაში. სექტემბრიდან ინგლისურს მოსწავლეებს ქართველ მასწავლებლებთან ერთად შეასწავლიან. სამუშაო შეხვედრა გაიმართა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, რომლის ფარგლებში ისაუბრეს მასწავლებელთა გეგმებზე. სტუმრებმა კმაყოფილება გამოთქვეს მასპინძელი მხარის მიმართ და დასძინეს, რომ უახლოეს დროში მათ რიცხვს მიემატება კიდევ სამი ინგლისურენოვანი მასწავლებელი , რომლებიც 15 სექტემბრიდან სწავლის პროცესში აქტიურად ჩაერთვებიან.