სპორტის დედოფალი ზამთარს ემშვიდობება „ლელო„


დიდუბის მანეჟში გუშინ დაიწყო მძლეოსანთა საქართველოს ზამთრის ჩემპიონატი, რომელშიც 21 ქალაქისა და რაიონის 300-ზე მეტი წარმომადგენელი მონაწილეობს. მედლებისთვის ბრძოლაში ქართველ სპორტსმენებთან ერთად 7 ერევნელი ათლეტიც ჩაება და ასპარეზობის პირველ დღეს 60 მეტრზე რბენაში არმენ ანდრიასიანმა ჩემპიონობაც მოიპოვა. ამავე დისტანციაზე ქალებში ყველას ქუთაისელმა სალომე სირაძემ აჯობა. ყოფილი სპრინტერის - მაკა იანტბელიძის ქალიშვილი ჯერ მხოლოდ 15 წლისაა, მაგრამ მეორე წელიწადია, უფროსებს ტოლს არ უდებს და ოქროს ოქროზე იხვეჭს.
სპორტული სეზონი ორი თვეც არ არის, რაც დაიწყო, მაგრამ ზოგიერთმა მძლეოსანმა, ცივი დარბაზის მიუხედავად, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. განსაკუთრებით მინდა გამოვყო ახალციხელი ენდრიკ ზილბერშტეინის წარმატება 400 მეტრზე რბენაში. თავი ისახელა ბირთვის მკვრელმა ბენიკ აბრამიანმა, რომელმაც უახლოეს მეტოქეს მთელი ხუთი მეტრით აჯობა. მართალია, ამ სახეობაში ტრავმის გამო ქვეყნის მრავალგზის ჩემპიონ გიორგი ბედოშვილს არ უასპარეზია, ზურაბ გიგაიამ კი პირველსავე ცდაზე ხელი იტკინა და შეჯიბრებას გამოეთიშა, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ აბრამიანის შედეგი მათს ზამთრის მაჩვენებლებსაც აღემატება. საკუთარი რეკორდი გააუმჯობესა სიმაღლეზე მხტომელმა ზურაბ გოგოჭურმა - იგი 205 სანტიმეტრზე გადებულ თამასას გადაევლო. ეს ჩემპიონატი ჩვენთვის ზამთრის ბოლო შეჯიბრებაა. მალე ღია არენაზე გავალთ და, იმედია, ჩვენი ათლეტების მაჩვენებლები საგრძნობლად გაუმჯობესდება, - გვითხრა შეჯიბრების მთავარმა მსაჯმა, საქართველოს დამსახურებულმა მწვრთნელმა ყარამან საბანაშვილმა.
გაუწყებთ გუშინ გამართულ პაექრობებში გამარჯვებულთა და პრიზიორთა შედეგებს:

??????. 60 მ. 1. სალომე სირაძე (ქუთაისი, 7,8), 2. სალომე აბშილავა (ზუგდიდი, 7,9), 3. ლიკა ლოლუა (ფოთი, 8.0). 60 მ. თარჯრბენი. 1. თეა ფაცურია (ფოთი, 9,0), 2. მაია გოგოლაძე (თიანეთი-თბილისი, 9,1), 3. ნანა კაშია (ქუთაისი, 9,8). 400 მ. 1. გაიანე უსტიანი (ახალციხე, 1.00,8), 2. თეა ფაცურია (ფოთი, 1.01,0), 3. სოფიო ჩილინგარაშვილი (ახალციხე, 1.04,.2), 1500 მ. 1. გიული დეკანაძე (ვანი, 5.04,9), 2. სოფიო ჩოჩნიძე (თბილისი-ბორჯომი, 5.22,2), 3. ანიჩკა მურადიანი (ახალციხე, 5.26,4). სამხტომი. 1. ქრისტინე შალამბერიძე (ქუთაისი, 12,10 მ). ბირთვი. 1. სალომე რიგიშვილი (თბილისი-თიანეთი, 13,21 მ). 2. ანა კაშია (ქუთაისი, 10,44), 3. ნათია ნაჭყებია (ფოთი, 9,97).
??????. 60 მ. 1. არმენ ანდრიასიანი (ერევანი, 6,6), 2. გიორგი ანთელიძე (თბილისი, 6,7), 3. ბექა ჯიშკარიანი (ქუთაისი, 6,8). 60 მ. თარჯრბენი. 1. ლევან შანავა (ზუგდიდი, 6,6), 2. თემურ ცირამუა (ზუგდიდი, 9,8), 3. გიორგი კორტავა (ხობი, 10,6). 400 მ. 1. ენდრიკ ზილბერშტეინი (ახალციხე, 48,7), 2. ნიკა კარტავცევი (ოზურგეთი-თბილისი, 50,2), 3. დენის ჟვანია (ზუგდიდი-თბილისი, 50,3). 1500 მ. 1. ანდრანიკ მატინიანი (ახალციხე, 4.01,0), 2. გიგლა ზილბერშტეინი (ახალციხე, 4.01,4), 3. ჯეირან ხოფერია (ფოთი, 4.14,4). სამხტომი. 1. ლაშა ღულელაური (ახმეტა, 13,97), 2. ვასილ ელანიძე (ახმეტა, 13,30), 3. გოჩა დინგაშვილი (ქუთაისი, 12,93). ბირთვი. 1. ბენიკ აბრამიანი (თბილისი, 17,69), 2. გოგა ჭიხვარია (ოზურგეთი, 12,62), 3. დავით შონია (ფოთი, 12,22). სიმაღლეზე ხტომა. 1. ზურაბ გოგოჭური (თბილისი, 205), გიორგი წიკლაური (თბილისი, 140).



ავტორი: ვაჟა დანელია

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!