2009 წლის ოქტომბრის არქივი


გამგეობის ,,მადლობის სიგელი'' პოლიციელებს
26-ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ გამგეობის მადლობის სიგელით დააჯილდოვა შ.ს.ს. ხობის რაიონული სამმართველოს უფროსი კობა ხუბულავა და სამმართველოს უფროსის მოადგილე დავით ახალაია. ხობის მუნიციპალიტეტში კრიმინოგენური სიტუაციის გაუმჯობესებისა და მოსახლეობაში პოლიციისადმი ნდობის ამაღლების საქმეში მიღწეული წარმატებებისათვის, მუნიციპალიტეტის გამგეობისადმი თანადგომისა და მასთან საქმიანი თანამშრომლობისათვის ბატონმა იგორ ტყებუჩავამ მადლობა გადაუხადა მათ და წარმატებები უსურვა სამსახურებრივ საქმიანობასა და პირად ცხოვრებაში. დაჯილდოებას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის ხობის მაჟორიტარი დეპუტატის გოდერძი ბუკიას ბიუროს წევრი მურმან ბუკია, გამგეობის თანამშრომლები: ავთანდილ ხუნჯუა და თემურ კანკავა, გამგეობის რწმუნებული ქალაქ ხობში კარლო ჯობავა და პოლიციის სამმართველოს თანამშრომლები.
25-ოქტომბერი-2009

წალენჯიხაში გამართული ტურნირი
24 ოქტომბერს წალენჯიხაში გაიმართა მაია აზარაშვილისა და რობერტ შავყალაძის სახელობის ტურნირი მძლეოსნობაში. სადაც მონაწილეობას ღებულობდნენ სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ნორჩი სპორტსმენები, მათ შორის მონაწილეობას ღებულობდნენ ხობელი სპორტსმენებიც. სადაც ხობელმა გოგონამ მარიამ ჩხენკელმა 500მ. რბენაში მესამე ადგილი დაიკავა. მოანაწილეები დაჯილდოვდნენ თასებითა და დიპლომებით.
21-ოქტომბერი-2009

დასრულდა კოსტავასა და იოსავას ქუჩების რეაბილიტაცია.
ქ.ხობში დასრულდა მ.იოსავასა და მ.კოსტავას ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოები. მოასფალტებასთან ერთად გაყვანილია სანიაღვრე არხები. პროექტის ღირებულებამ შეადგინა 125 ათასი ლარი. სარეაბილიტაციო სამუშაოები შეასრულა შ.პ.ს ``შარა გზა მშენი პირველ``-მა.
20-ოქტომბერი-2009

LDCG -ს კონსულტაციები ხობში
დღეს 20 ოქტომბერს 13:30 სთ-ზე მუნიციპალიტეტის გამგეობის სააქტო დარბაზში შეხვედრა გამართა არასამთავრობო ორგანიზაცია ``სამართლებრივი განვითარებისა და კონსულტაციების ფგუფ -მა (LDCG)``, სადაც შეხვდა ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის რწმუნებულებს, ადმინისტრაციული სამსახურის ხელმძღვანელობას, რომელთაც კონსულტაციები ჩაუტარდათ მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის შემოღებული სტატისტიკური აღრიცხვის ბარათის შესახებ და დაურიგდათ კითხვარები.
16-ოქტომბერი-2009

ხობს ეწვია ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, უნეტარესი იონა .
12 ოქტომბერს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაური, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, უნეტარესი იონა (ჯეიმს პაფხაუზენი), რომელმაც დღეს, 16 ოქტომბერს მოილოცა და აკურთხა ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარი. მის უნეტარესობას თან ახლდა აშშ-ს ეკლესიის დელეგაცია, შემადგენლობაში არიან: დეკანოზი ლეონიდე კიშკოვსკი, დეკანოზი ალექსანდრე გარკლავი, არქიმანდრიტი ზაქე, ნიუ-იორკის, წმინდა ნინოს სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, მღვდელი ალექსანდრე თანდილაშვილი და არქიდიაკონი კირილე (სოკოლოვი). ხობში სტუმრობისას მის უნეტარესობას მასპინძლობდა ხობისა და ფოთის ეპარქიის მიტროპოლიტი მეუფე გრიგოლი და ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობა.
15-ოქტომბერი-2009

საქველმოქმედო აქცია ``ვიტამინების ფესტივალი``
2009 წლის 16 ოქტომბერს 13:00 საათზე კულტურის სახლის ფოიეში ხობის # 2 საჯარო სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობა აწყობს საქველმოქმედო აქცია-გაყიდვას ``ვიტამინების ფესტივალი.``
14-ოქტომბერი-2009

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას"დღესასწაულს აღნიშნავს
14 ოქტომბერს მცხეთობა - სვეტიცხოვლობა აღინიშნება.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღეს "კვართისა საუფლოისა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისას"დღესასწაულს აღნიშნავს. სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით, სვეტიცხოვლის ტაძარში საღმრთო ლიტურგია დაიწყო. სრულიად საქრთველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ტაძარში უკვე მიბრძანდა. სვეტიცხოველში იმყოფება, აგრეთვე, სრულიად ამერიკისა და კანადის მიტროპოლიტი, უნეტარესი იონა, თანმხლებ პირებთან ერთად. ორივე მართლმადიდებელი ეკლესიის წინამძღოლი საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართავენ.
12-ოქტომბერი-2009

ფეხბურთი
11 ოქტომბერს ხობის ცენტრალურ სტადიონზე 15:00 საათზე შედგა საქართველოს პირველობის პირველი ლიგის მორიგი კალენდარული მატჩი. ხობის `კოლხეთმა` უმასპინძლა თბილისის შავი ზღვის აკადემიის გუნდს , თამაში წარიმართა დაძაბულად. მატცი დასრულდა ანგარიშით 4:2 კოლხეთის სასარგებლოდ რითაც გუნდმა სარგძნობლად გაუმჯობესა სატურნირო მდგომარეობა და გადავიდა მეშვიდე ადგილზე . მორიგი კალენდარულ მატჩს კოლხეთი გამართავს ქ.ოზურგეთში 18 ოქტომბერს.
12-ოქტომბერი-2009

ხობის ღვთისმშობლის ტაძარში ფრესკების კონსერვაცია ხდება..
ხობის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ფრესკებს კონსერვაცია უტარდება. სამუშაოს კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოდან 5-კაციანი ჯგუფი ასრულებს, ჯგუფის ხელმძღვანელია მერაბ ტატიშვილი. მათ საკურთხევლისა და დარბაზის ცენტრალური ნაწილის ფრესკების კონსერვაცია ევალებათ, ფრესკების აღდგენითი სამუშაოები გასული წლის ზაფხულში დაიწყო და ეტაპობრივად ხორციელდება. შარშან ტაძრის ჩრდილოეთ და დასავლეთ კედლებზე განლაგებული ფრესკების აღდგენა მოხდა. რესტავრატორები სამუშაოს ოქტომბრის ბოლოს დაასრულებენ.
09-ოქტომბერი-2009

ცირკი ``შოპიტო`` ხობშია.
ხობში ჩამოვიდა ცირკი ``შოპიტო`` მრავალფეროვანი პროგრამით, რომელსაც წარმოადგენს შოუბიზნეს ცენტრი ``ჯანო კომპანი და შოუ პროგრამა``, საცირკო სანახაობა დაიწყო 7 ოქტომბერს და გაგრძელდება 11 ოქტომბრამდე ყოველ დღე 15:00 საათზე.
08-ოქტომბერი-2009

მასწავლებელთა პროფესიული დღე აღინიშნა ხობის კულტუირის სახლში.
ხობის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პატრონაჟით ხობის ადგილობრივმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ და გამგეობამ, კულტურის განყოფილებასთან, საგანმანათლებლო რესურსცენტრთან და განათლების ცენტრთან ერთად პროფესიული დღე 7 ოქტომბერს ხობის კულტურის სასახლეში მიულოცეს ხობის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებს. მასწავლებლებლებს მიესალმა ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონ იგორ ტყებუჩავა, საკრებულოს თავმჯდომარე ბატონი მამუკა ჭოხონელიძე, საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსი ქალბატონი ხათუნა გერგაია. მათგადაეცათ საჩუქრები, გაიმართა საზეიმო კონცერტი.
07-ოქტომბერი-2009

ინფორმაცია
ორშაბათს, 5 ოქტომბერს ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობაში გამართულ თათბირზე გამგებელმა იგორ ტყებუჩავამ განაცხადა, რომ ხობის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის შემოღებული იქნება სტატისტიკური აღრიცხვის ბარათი, რომელიც მოიცავს მათი და მათი ოჯახის წევრთა შესახებ სრულ მონაცემებს მათი შემოსავლებისა და შიდა მეურნეობის აღწერილობის ჩათვლით.
06-ოქტომბერი-2009

საქართველოს პრეზიდენტმა ხობელი პედაგოგები ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
5-ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პედაგოგებს მასწავლებლის დღე მიულოცა. მიღება პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული 25-დამსახურებული პედაგოგი ღირსების ორდენით დაჯილდოვა. ღირსების ორდენით დაჯილდოებულთა შორის აღმოჩნდნენ ხობის მუნიციპალიტეტის მასწავლებლებიც. ქალბატონი ნათელა კობახიძე და ნუცა გვასალია. ვულოცავთ მათ ამ დიდ პატივს და მადლობას ვუხდით იმ გმირული სამსახურისათვის, რომელსაც სწევენ ჩვენი ქვეყნის მომავალი თაობის საკეთილდღეოდ.
02-ოქტომბერი-2009

ქვემო ქვალონის საჯარო სკოლის ახალი კორპუსის პრეზენტაცია
ქვემო ქვალონის საბაზო-საშუალო საფეხურის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალ კორპუსში ისწავლიან. ცენტრალური ბიუჯეტიდან სკოლის მშენებლობისათვის გამოიყო 200 000 ლარი, ხოლო ადგილობრივი ბიუჯეტიდან-300 000 ლარი. 1 ოქტომბერს 12:00 საათზე საზეიმო ვითარებაში გაიმართა ახალი კორპუსის პრეზენტაცია, ღონისძიებას ესწრებოდნენ მოსწავლეები, პედაგოგები, განათლების რესურსცენტრის უფროსი ხათუნა გერგაია, ხობის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები: გამგებელის I-მოადგილე გიორგი გაწერელია, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე რევაზ წულაია, პოლიციის ხობის სამმართველოს უფროსი კობა ხუბულავა. ახალმოსახლეობა მოსწავლეებს მიულოცეს სკოლის დირექტორმა ლუიზა ყალიჩავამ და რესურსცენტრის უფროსმა ხათუნა გერგაიამ. რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ხელისუფლებას ახალი სასწავლო კორპუსის მშენებლობისათვის. პირველკლასელებს გადაეცათ პრეზიდენტის ტრადიციული საჩუქრები-ჩანთები და სახელმძღვანელოები. ღონისძიების დასასრულს გაიმართა მოსწავლეთა მონაწილეობით მუსიკალური ინსცენირება.
01-ოქტომბერი-2009

წყალდიდობა ჭალადიდში
უკანასკნელ დღეებში მოსულმა უხვმა ნალექმა საქართველოს რამდენიმე რეგიონს , მათ შორის ჩვენს მუნიციპალიტეტს, კერძოდ სოფელ ჭალადიდსაც სერიოზული პრობლემები შეუქმნა. განადგურდა ნათესები, დაიტბორა სახლები, დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, წყლის სიღრმემ ზოგიერთ ადგილას 1-მეტრს მიაღწია, წყალს შინაური ფრინველიც ემსხვერპლა. სოფელში წყალდიდობის დღეებში სასწრაფო დახმარების მანქანები ვერ შედიოდნენ, ადგილობრივი ხელისუფლება კერძოდ ხობის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბატონი იგორ ტყებუჩავა და გამგეობის სამსახურის უფროსი მდგომარეობის ადგილზე გასაცნობად სოფელს ეწვივნენ. მოსახლეობისაგან მოისმინეს ის პრობლემები რაც სტიქიის შედეგად მათ შეექმნათ.