ხობში ფიტნეს კლუბი გაიხსნა

21 აპრილს ქ.ხობში კოსტავას ქუჩა#3 გაიხსნა სპორტულ-გამაჯანსაღებელი კლუბი, სადაც ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს გაიჯანსაღოს სხეული თანამედროვე სავარჯიშო ტრენაჟორების საშუალებებით. მამაკაცთა და ქალთა მრავალპროფილიან სექციებს ხელმძღვანელობენ კვალიფიციური სპეციალისტები.