2009 წლის მარტის არქივი


30-მარტი-2009

ხობის მუნიციპალიტეტს ახალი გამგებელი ჰყავს
2009 წლის 30 მარტს ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე არჩეულ იქნა ბატონი იგორ ტყებუჩავა.
30-მარტი-2009

ფრანკოფონიის დღესასწაული ხობში
2009 წლის 30 მარტს ხობის კულტურის სასახლეში ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა ( დირექტორი ხათუნა გერგაია) , ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ხობის კულტურის ცენტრის მხარდაჭერით გამართა ფრანკოფონიის დღეებთან დაკავშირებული საზეიმო საღამო. ღონისძიებას ესწრებოდნენ: საფრანგეთის კულტურის ატაშე და დიუმას ცენტრის დირექტორი ჟოე ბასტენერი, შვეიცარიისა და იტალიის კულტურის ცენტრის წარმომადგენლები, აფხაზეთის განათლების მინისტრი ალექსანდრე აპლაკოვი, აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრის მრჩეველი რამაზ ადაძე. პრინცი მიურატი, სამეგრელო-ზემო სვანეთის განათლების რესურსცენტრების ხელმძღვანელები. საზეიმო კონცერტი მიეძღვნა ფრანგულ კულტურას. მასში მონაწილეობა მიიღეს; ხობის ფრანგული კლუბის, ბათუმის ალექსანდრე დიუმას სახელობის ფრანგული სკოლის, ქობულეთის, ფოთის, სენაკის, ზუგდიდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა . საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა გამოთქვეს სურვილი ხობთან შემდგომი კულტურული თანამშრომლობისათვის და 2009 წლის სექტემბრისათვის ქ.ხობში დაგეგმეს ``არგონავტების`` თემასთან დაკავშირებული ღონისძიება. აქვე გაჩნდა იდეა ქ. ხობისა და საფრანგეთის ქ. დიჟონის დამეგობრობისა. საფრანგეთის, იტალიის და შვეიცარიის საელჩოს წარმომადგენლებმა ფრანგულ სკოლებს გაუკეთეს საჩუქრები.
12-მარტი-2009

მთავრობის საჩუქარი მოსახლეობას
საქართველოს მთავრობის განკერგულებით მუნიციპალიტეტში მცხოვრები ოჯახების მინერალური სასუქით უზრუნველყოფისათვის ხობის მუნიციპალიტეტს გამოეყო 14540 ცალი სასუქი. მიმდინარეობს მინერალური სასუქის ოჯახებისადმი გადაცემა, უკვე გაცემულია 6440 კომლზე, დანარჩენის გაცემის პროცესი დამთავრდება 14 მარტს.
09-მარტი-2009

არქეოლოგიური აღმოჩენა საქორქიოში
ხობის რაიონ სოფელ ჭალადიდის უბან საქორქიოში დასრულდა არქეოლოგიური გათხრები. აღმოჩენილია აბრეშუმის საშრობი ნაგებობა-ღუმელი, აბრეშუმის საქსოვი ხელსაწყო, რომლითაც დასტურდება, რომ საუკუნეების წინ აბრეშუმის ქსოვილს სწორედ ამ რეგიონში აწარმოებდნენ. ასევე აღმოჩენილია მე-4 საუკუნის ამფორები და ბერძნული სამკაულები. არქეოლოგების აზრით, საქორქიო ისტორიული ფაზისის ტერიტრიაზე მდებარეობს.

http://www.youtube.com/watch?v=Ed_aOq0Gfc8

ერთად დავამარცხოთ კორონა ვირუსი!