ხობის რაიონში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მშიდობიანი საპროტესტო აქცია ეწყობა


ხობის რაიონში რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ მშიდობიანი საპროტესტო აქცია ეწყობა. 

როგორც ~ინტერპრესნიუსს~ ~აფხაზეთის მედიაცენტრიდან~ აცნობეს,  დაახლოებით, 1000-მდე მშვიდობიანმა მოქალაქემ მსვლელობა ხობიდან სოფელ პირველი მაისის მიმართულებით დაიწყო.

მსვლელობამ სოფელში,  რუსების მიერ უკანონოდ გახსნილ ბლოკ-საგუშაგოსთან აქციის სახე მიიღო. 

აქციის მონაწილეებს თან აქვთ საქართველოს დროშები, ტრანსპარანტები წარწერებით: ~რუსებო, გადით საქართველოდან!~, `სწავლა საქართველოში რუსული ჩექმის გარეშე~.

იმ ადგილიდან 100 მეტრში, სადაც რუსების უკანონო ბლოკ-საგუშაგოა განთავსებული, პირველი მაისის საშუალო სკოლა მდებარეობს. ადგილობრივი მაცხოვრებლები რაიონიდან რუსი ოკუპანტების დაუყოვნებლივ გასვლას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში სოფელ პირველ მაისში მცხოვრები ბავშვები 15 სექტემბრიდან სკოლაში სიარულს ვერ შესძლებენ. 

რაიონიდან რუსი ოკუპანტების დაუყოვნებლივ გასვლის მოთხოვნით ხობელები აქციებს პერმანენტულად  მართავენ.