2025 წელს სოციალურ ქსელ ფეისბუქში დაწერილი მოგონებები ამ დღესთან დაკავშირებით:



Irakli Shonia -მ დღეს ჩემს ლამაზად გამოვლილ წარსულში მამოგზაურა და რაც მთავარია, მონატრებული მიცვალებულები გამიცოცხლა.
ეს კადრები წარსულის მნიშვნელობაზე გვაფიქრებს. ფიქრებით კიდევ ერთხელ ამოვირბინე სკოლის ეზო სადაც, ვმართავდით რეპეტიციებს. მასპინძელი ოჯახები, Manana Lorchoshvili, Inga Skhulukhia, (ჩემზე სხვა ისაუბრებს) გურიფულის ჭალა სადაც, Feride Gogia-ს ორგანიზებით,
2 სოფლის მონაწილეობით გაიმართა სახალხო ზეიმი-,, გურიფულობა".
სადაც მთელი გურიფული ერთხმად და ერთმუშტად ვიყავით ჩართული...
ვერ ველეოდით ამ დღის ემოციებს, ერთად ყოფნის სურვილს და შემდეგ იყო ტაძრის საძირკველის კურთხევა,
მერე წმინდა კვირიკე და ივლიტას ხატის შექმნაზე ფიქრი. თითქმის 2 წელი ვიარეთ ალილოზე. სოფლის შემოწირულობით და
ახლა ვფიქრობ კეთილი ადამიანების ქველმოქმედებითაც დაიწერა ეს ხატი, ჩვენი თანარაიონელის, უდიდესი ძალა და მლოცველის, (საერო სახელი, ცეზარი ღადუას) მიერ.
გილოცავთ, კვირიკობას სრულიად გურიფულს, სვანეთს და ქართველ ერს.
შეგვეწიოს ჩვენ და ჩვენს პატარებს.

მადლობით დავიწყებ-მადლობა ამ ისტორიული კადრებისთვის Irakli Shonia-ს ღონისძიების ორგანიზატორს Feride Gogia -ს მანანა ლორჩოშვილი -ს ასევე მონაწილეებს...
როგორ მახსოვს ეს დღე და ის დღეები რეპეტიციებზე რო დავდიოდით სოფო,ბებია რა მონდომებით და შემართებით იყო ნეტავი იმ დროს,თითქოს დრო უკან დაბრუნდაო ეს კადრები რო დავინეხე,თვალწინ დამიდგა ყველაფერი,ცრემლებიც მომადგა რამდენჯერ ვუყურე...ნათელი და სანთელი მათს სულებს



შეგვეწიოს ამ დღის მადლი
ნათია დანელია https://www.facebook.com/share/p/1731NoWnP5/